დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებს, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.
რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. ეპარქია განცხადებაში ეხმაურება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მონასტრის წინამძღვარი დავით კობაიძეა დაკავებული და აღნიშნავს, რომ კობაიძე მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2060 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2032 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 შეადგინა.
სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ ოთხ ინფიცირებულთან კონტატში მყოფი 23 პირის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. აღნიშნულის გარდა, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი თვითიზოლაციაშია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.
მომღერალ, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, - „ სტუმრად ნინოსთან“ ახალი ფორმატით აგრძელებს მაუწყებლობას. ინსტაგრამ ლაივში, გადაცემის წამყვანს სხვა და სხვა სფეროდან მოწვეული ჰყავს საინტერესო სტუმრები. გამონაკლისი არც გუშინდელი ლაივი იყო და ნინოსთან სტუმრად ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა ვიხილეთ. საკმაოდ სახალისო ეთერს ბევრი მაყურებელი ჰაყვდა.
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.