ნინო ბურჯანაძე - არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება გაუვა

Image

არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას ძველი საარჩევნო სისტემით ამ არჩევნების ჩატარება გაუვა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, თუკი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება სრულყოფილად შესრულდება, ხელისუფლება სერიოზულ ქულებს ჩაიწერს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ამ ეტაპზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სრულყოფილად შესრულდეს შეთანხმება და უფრო მეტიც, ხელისუფლებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ ეს შეთანხმება სრულყოფილად შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს ძალიან სერიოზულ ქულებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ ხელისუფლება შეეცდება პასუხისმგებლობის პინა ოპოზიციის მხარეს გადაწიოს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას აქვს საკმაო ხმები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. ამავდროულად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება , რომ პოლიტიკური ჩრდილის მქონე საკითხები, მოდი ნუ დავარქმევთ პოლიტიკურ პატიმრებს, დავარქვათ უბრალოდ პატიმრები, ადამიანები, რომელთა ციხეში ყოფნაც ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს დაძაბულობა ხელისუფლებამ უნდა მოხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიკრიბებით, იმიტომ რომ ამ მაგიდის ერთობამ განაპირობა ის წარმატება, რაც მიღწეული იქნა 8 მარტს. ახლა ამ მაგიდის ერთობამ და ჩვენი მეგორების მხარდაჭერამ მეორე გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, რასაც ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია ჰქვია. არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას გაუვა ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება. კარგი იქნება თუ მიღწეული იქნება სრული კონსენსუსი, ეს ხელისუფულებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !