არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ

Image

ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ამ საგაზაფხულო სესიაზე ორი პრიორიტეტი ექნება: პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანაგებო მდგომარეობის გაგრძელება არ დაგვჭირდეს, თუმცა ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციასა და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ. ნებისმიერ შემთვევაში, ის დღისწესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე მივა. ასე, რომ პარლამენტი თავის დასახული გეგმას შეასრულებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ საზედამხედველო მიმართულება. ძირითადად, ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ერთი ეს არის კოვიდპანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამები, მათ შორის ზედამხედველობის და შეფასების ნაწილი და მეორე პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შევხევდრები, ასე რომ თითქმის ყველა დეტალი და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებულია. ვფიქრობ, რომ ამ სესიაზე, როგორც დავპირდით საზოგადოებას, ამ ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მის მიღებას შევძლებთ. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სრული ჩართულობა იქნება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !