კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა

Image

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც.

 

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება დაახლოებით 21 მლნ. ლარი იქნება და მისი განხორციელება 2021 წლის იანვარში დასრულდება.

„ქალაქში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები და ეს კონკრეტული ზონები არის მუდმივი დაკვირვების რეჟიში. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი ადგილი შეშელიძის ქუჩაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და თვითონ შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ძალიან ბევრი ობიექტი სხვადასხვა ტიპის: სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშისი ზონა ქალაქში.

პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ფერდის ძლიერი გაწყლოვანებაა. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება.

საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამ რიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს პროექტი უნდა დასრულდეს 2021 წლის იანვარში. დაახლოებით 21 მლნ. უჯდება მუნიციპალიტეტს მისი განხორციელება. ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა და თხოვნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იქნებოდა მხარდაჭერა და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. მე მინდა დავამშვიდო იქ მცხოვრები ადამიანები, რომ ამ პროექტით ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველა კითხვზე, რაც შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, პასუხი იქნება გაცემული“,- განაცხადა კალაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !