ნიკა მელია - აგერ თქვენ და აგერ მე, ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა

Image

ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლაა და ისინი იბრძოლებენ იმ გზით, რაც ამ სახელმწიფოს „განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას“.

 

„ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება. ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან. აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ გზით, რა გზაც ამ სახელმწიფოს განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას. დიაგნოზი დასმულია: ეს ბატონი არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ყველაფერი გაკეთდება იმისათის, რომ თქვენი შვილები, ჩემი შვილები და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრების შვილები, ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !