ეკა ბესელია - არ უნდა მივცეთ მმართველ პარტიას იმის შანსი, რომ პირობა უკან წაიღოს და ჩავარდეს კონსტიტუციური კანონპროექტი

Image

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ პარტიას არ უნდა მისცეს პირობის უკან წაღებისა და ამგვარად კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შესაძლებლობა.

ამასთანავე, ეკა ბესელიას თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ორივე პირობა უნდა შესრულდეს. თუმცა, ამავდროულად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ პოზიციები ჯერ არ შეთანხმებულა, მისცემს თუ არა დეპუტატთა ოპოზიციური ნაწილი კანონპროექტს ხმას, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანის მომენტისთვის, ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილი შესრულებული არ ექნება.

„გვაქვს გეგმაში, რომ იყოს ერთიანი განცხადება მიღებული. დღეს უბრალოდ საჭირო იქნება კონსულტაცია ამ დოკუმენტის ირგვლივ, რომ შევაჯეროთ პოზიცია. 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი, როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილი, ასევე იმ ადამიანების გათავისუფლების ნაწილი, ვინც წინასაარჩევნო პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერები და ამ დროს არიან სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, არის ხელშეკრულების ნაწილი და მის შესრულებას ითხოვს ყველა, აქ არის ერთიანი პოზიცია. უნდა მივცეთ თუ არა ხმა კანონპროექტს, იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრაზე დადგება კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი და არ იქნება ამ შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულებული- ეს არის საკითხი, რომელზეც იქნება პოზიციები შესაჯერებელი. მე მგონია, რომ არ უნდა მივცეთ ჩვენ მმართველ პარტიას არანაირიად იმის შანსი, რომ ეს პირობა უკან წაიღოს და ჩავარდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. მას ხმები არ ყოფნის დამოუკიდებლად ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, სჭირდება დამატებით ოპოზიციის ხმები, მე ამიტომ მგონია, რომ ამ ცვლილებას, რომლითაც საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც უნდა ეშველოთ, ამისთვის საჭიროა ხმის მიცემა. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ვეცდები, რომ ეს პოზიცია დავასაბუთო,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !