ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

>>>

შსს „ნაცმოძრაობის" ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.

>>>

ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ ის მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - ირაკლი ღარიბაშვილი

ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

>>>

რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მათი სცენარი, ფიასკოთი დასრულდა - არჩილ თალაკვაძე

რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სცენარი, რომელიც იყო დესტაბილიზაციის, დაპირისპირების და ძალადობის სცენარი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი, დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი, ამას არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავებია მობილიზებული

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. აქცია 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

>>>

ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს - ლინას ლინკევიჩიუსი

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

>>>

იქნება მუდმივი პროტესტი! - ხატია დეკანოიძე

,,ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღის ენას აფრქვევდა, საქართველოს თავისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის, იქნება მუდმივი პროტესტი''. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადა.

 

>>>

აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

>>>

შსს - სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

>>>

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცადა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?