რუსული მედია ავრცელებს პირველ ფოტოებს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან.
რუსული სააგენტოების ცნობით, მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია შეესწრო.
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის თქმით, ის მითითებები, რომლებიც ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს მისცა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა.
ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ ეთერში ბიზნესმენმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წყალტუბოში ტაბიძის ქუჩაზე „გოლფის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მწერალი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
,,ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას.
ცნობილ რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს, რომელიც ორი კვირის წინ ამბობდა, რომ შესაძლოა, პუტინმა მოკლას, ხოლო მკვლელობამდე სამი საათით ადრე 1 მარტის საპროტესტო მარშს აანონსებდა, მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, ექვსჯერ ესროლეს ზურგში და ოთხი ტყვია მოახვედრეს.
ბათუმში, ქალმა 8 თვის ჩვილი ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მეათე კლასელი გოგო უკვე 3 თვეა, სკოლაში აღარ დადის.