
"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული პირი, 21 წლის ივანე ბეგიაშვილია. ფოტოს, რომლის გადაღებისთვისაც გედენიძე სცემეს, "ამბები.ჯი" აქვეყნებს.
გედენიძე „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციას იღებდა, როდესაც მას ბეგიაშვილი თავს დაესხა, ცემა და ფოტოაპარატიც გაუტეხა.
სავარაუდოდ, 21 წლის თავდამსხმელი კადრში მოხვედრილი მანქანის ფოტომ გააღიზიანა, რომელშიც თავად იჯდა.
ambebi.ge