-
2015-03-05 13:48
,,გადასახადები არ გაიზრდება," - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.მისი თქმით,გადასახადები არ გაიზრდება და ასევე შემცირდება მთავრობის მიმდინარე ხარჯები.
,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ.
რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს. არ შეეხება არც კაპიტალურ და არც სოციალური ხარჯებს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14