-
2015-03-05 12:39
დუეტ „ჯორჯიას“ დაშლის შემდეგ მომღერალმა რატი დურგლიშვილმა სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ახლახან მან თავისი პირველი სიმღერის პრემიერა მოაწყო.
„დუეტი ''ჯორჯია'' არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა.
მე რომ მხოლოდ მომღერალი ვიყო და არა სიმღერების ავტორი, დავკმაყოფილდებოდი ჯგუფით, დუეტით, მაგრამ შემოქმედი ადამიანისთვის რთულია, წლები ერთი და იგივე აკეთო. დუეტი სპეციფიკურია, აუცილებელია ტონალობის, სიმღერის შერჩევა.
ჩემი და მაკას ხმები ცოტა არ ეთავსებოდა ერთმანეთს და ჩვენი ძლიერი შრომის შედეგი იყო, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სიმღერა კარგად ჟღერდა, ხან მე მივდიოდი დათმობაზე, ხან - მაკა.
ძალიან მიყვარს „ჯორჯიას“ რეპერტუარი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საკუთარი 65 სიმღერა დამიგროვდა, გარდა ამისა, კლიპისთვის უამრავი იდეა და ზოგადად, შემოქმედებითი იდეები.
ამჯერად ამერიკელებთან ვმუშაობ. საბედნიეროდ, ისინი ჩემი შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემლები გახდნენ.
კინომუსიკა რომ მოვასმენინე, რითაც ცალკე ალბომის გამოცემას ვაპირებთ, მიხვდნენ, რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო (იღიმის). თანაც, მნიშვნელოვანია, რომ მე არა მხოლოდ ვწერ სიმღერას, არამედ არანჟირებასაც თავად ვქმნი...
ჩემი ახალი სიმღერის „ქაღალდის ნავის“ კლიპში „ვიცე მის იტალიამ“ მიიღო მონაწილეობა.
რადგან გადაღებები იტალიაში იყო, იტალიელი ქალი აარჩიეს. მინდა, საქართველოშიც გადავიღო კლიპი, სადაც ლამაზი, საამაყო ქართული ადგილები გამოჩნდება.
კოლეგებისგან თავიდან იყო ცოტა ცინიკური კომენტარები, რატი ღრუბლებში დაფრინავს, რა ევროპა, რის ევროპაო.
თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. მე პასუხი არ გამიცია. ჩემი პროდუქტით გავეცი პასუხი, მანამდე რა უნდა დამემტკიცებინა...“ - აღნიშნა რატი დურგლიშვილმა.
reitingi.ge