დარიალის ხეობაში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
საბაჟო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებს.