საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „არჩევანში“ განაცხადა, რომ საყოველთაო ამნისტიის აუცილებლობა პატიმართა სიცოცხლის რისკის ქვეშ ყოფნამ განაპირობა. მისი თქმით, პატიმრებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და აავადებდნენ, შემდეგ კი არ მკურნალობდნენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიცია არ გამოვა ქუჩაში და არ იყვირებს „ბიძინა! ბიძინა!“, როგორც ეს თქვენს დროს ხდებოდა, როცა პოლიციელები „მიშა, მიშას“ ძახილით სასტიკად არბევდნენ დემოსტრანტებს. რა თქმა უნდა, ჩვენი პრემიერმინისტრი და მინისტრი არ უკვეთავენ გვამებს“, -
„აი, ეს არის თქვენი სახე, თქვენ მხოლოდ სააკაშვილის გადმოცემა გადარდებთ და გაინტერესებთ, ხომ იცით, რომ ეს არ მოხდება?“, - მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მანანა კობახიძეს „არჩევანში“ დებატებისას.
პეკინის ქუჩაზე მომხდარი უჩვეულო შემთხვევის სესახებ ინფორმაციასა და კადრებს „ინფო 9“ აქვეყნებს: ქალმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამი იყო, ბინის ფანჯრიდან გამზირზე ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები გადმოყარა.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პოლიციის შესახებ კანონი ისედაც მკაცრია და მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "არჩევანში" აცხადებს, რომ ბრალდებულ შალვა აბულაძის ძებნის კუთხით სიახლეებია და დღეს თუ ხვალ მას განსასჯელის სკამზე მოუწევს დაჯდომა.
ვერძი - დღეს იქნებით ძალიან ცნობისმოყვარეები და ინტერესი გაგიჩნდებათ ყველაფრის მიმართ. გაითვალისწინეთ, დღეს უფრო მეტი შეკითხვის დასმა მოგიწევთ, ვიდრე რეალურად პასუხებს იპოვით მათზე.
„თუკი ასე, ტელევიზიით მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ელისო კილაძის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სანამ შალვა აბულაძე თავისუფალია, შესაძლოა, საფრთხე მასაც ემუქრებოდეს.
თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.