
საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა და პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ უკვე აპატია მათ, ვინც პირადად დევნიდა, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც სხვებს დევნიდნენ.
„აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც გვდევნიდა მე, გიგის - ეს ადამიანები დღესვე ამნისტირებულები არიან, რადგან პატარკაცობად მიმაჩნია მათი დევნა, მაგრამ ვინც მიიღო მონაწილეობა კახა ნაკანის ასეთ დევნაში, ვინც მონაწილეობდა თენგო გუნავას წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებებში, ისინი, ვინც უკანონოდ დევნიდნენ ადამიანებს ან კანონს ამოფარებულები ძალადობდნენ, რიგითი თანამშრომლებიც კი - უშუალოდ ყველა მკაცრად დაისჯება პირადად ჩემს მიერ“, - თქვა პროცესზე ვანო მერაბიშვილმა.