
რუსული პრესის მიხედვით, 2013 წლის 20 დეკემბერს კრიმინალური სამყაროს ერთერთი ვეტერანის, ე.წ. კანონიერი ქურდის მიხეილ ნიკურაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ.
მიხეილ ნიკურაძე, იგივე ლუა გასული წლის ნოემბერში ადლერში, იარაღის უკანონო შენახვა–გადატანის ბრალდებით დააკავეს და სოჭის რაიონულმა სასამართლომ მას წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი 20 დეკემბერს დადგა, ხოლო „კანონიერი ქურდის“ ადვოკატები მას კრასნოდარის საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ.
აღსანიშნავია, რომ „ლუას“წინა დაკავება სწორედ ანალოგიური ბრალდებით მოხდა – 2010 წელს და მაშინ იგივე მოსამართლემ ის სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლა, შემოიფარგლა რა მისთვის ორთვიანი პატიმრობის მისჯით, რაც კრიმინალურ ავტორიტეტს უკვე მოხდილი ჰქონდა სასამართლოს დანიშნვამდე.
ფოტოზე ("პრაიმკრაიმ.რუ"): მარცხნიდან –
კახა შუშანაშვილი, მიხეილ ნიკურაძე, დავით ჩხიკვიშვილი, მერაბ ჯანგველაძე, ზვიად დარსაძე.