გიგი უგულავა - მოსამართლეს: „ივანიშვილის ჩმორი გახდა ეს უწყება და კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავთ!“ (ვიდეო)

Image

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და პროცესზე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოცხადდება.

 

ამასთან, გიგი უგულავა მისი პატიმრობის ვადის ხელახალი ათვლის დაწყებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

უგულავას თქმით, სასამართლოები და მოსამართლე ვერ მოიპოვებენ პატივისცემას, რადგან „ეს უწყება ივანიშვილის ჩმორი გახდა და კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავთ“. მისივე თქმით, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და სხვა დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და მათი გათავისუფლებაც პოლიტიკური საკითხია.

 

„ნიშნავს თუ არა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 თავი იმას, რომ ადამიანის წინასწარი პატიმრობა არ შეიძლება გაგრძელდეს 9 თვეზე მეტხანს, თუკი მის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

არანაირი ემოციური ფონი არ მაქვს, ძალიან მშვიდად ვარ, მიდევს უამრავი წიგნი და ვკითხულობ... ემოციური ფონი თქვენ უნდა გქონდეთ, კონსტიტუციაზე დავლურს რომ ცეკვავათ“, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.

 

სასამართლო სხდომაზე ერთი კომიკური სიტუაციაც შეიქმნა: როცა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულ გიგი უგულავას, წესისამებრ, სახელისა და გვარის დასახელება მოსთხოვა, გიგი უგულავამ უპასუხა:

 

„ბატონო მოსამართლევ, თქვენ ჩემი სახელიც იცით, გვარიც და ვფიქრობ, ერთი-ორჯერ ხმაც გექნებათ მოცემული“. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !