სააკაშვილი „შუსტერ ლაივში“: „ან თქვენ ამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია შეგჭამთ!“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში „შუსტერ ლაივი“ ისევ იმ რეფორმებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს გატარდა და ორ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ერთმანეთს ადრის. 

 

დებიუროკრატიზაცია, დერეგულაცია, დეოლიგარქიზაცია და დეცენტრალიზაცია, საბოლოოდ კი ამ ოთხმა პრინციპმა უნდა უზრუნველყოს დეოკუპაცია - მიხეილ სააკაშვილი მთავარ პრინციპებზე საუბრობს. პირდაპირ ეთერში დებატების დროს სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში, მაგალითად, საბაჟო სამსახურს არაფერი ეშველა მანამ, სანამ იქ მებაჯეთა უმრავლესობა არ გაათავისუფლეს სამსახურიდან:

 

„როგორც ბიბლიაშია ნათქვამი საკმაოდ კრიტიკულად, მებაჟის გამოსწორება ძნელი წარმოსადგენია (პატივისცემით ყველა მებაჟისადმი), ამიტომ ჩვენ ისინი გავუშვით და საბაჟოზე დავაყენეთ ლამაზი გოგონები სამოდელო სააგენტოებიდან, რომელთაც ერთი რამ ევალებოდათ: მიმართვა სხვადასხვა ენაზე და ლამაზად გაღიმება - დანარჩენს ყველაფერს კომპიუტერი აკეთებდა. ამან გაამართლა. გაამართლა იმან, რომ ჩვენ დავწიეთ, ზოგან გავანახევრეთ კიდეც გადასახდები. მარტივი ჭეშმარიტებაა: რაც ნაკლებია გადასახადი, მით მეტს აკრებ და რაც ნაკლებია რეგულაცია, მით მეტი ინვესტორი დაინტერესდება შენით.

 

მახსოვს, კახა ბენდუქიძემ დაიბარა სხვადასხვა სამმართველოებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები: „შენ ვინა ხარ?“, „სანიტარული ზედამხედველობა“, „მორჩა, ხვალიდან ეგ სტრუქტურა გაუქმდება“, „რას ამბობთ, ხომ ყველანი დაიწამლებიან?“, „არა, არაფერი მოხდება...“ - მართლაც არაფერი მოხდა...

 

რა სურათი გვქონდა მანამდე? ჩამოდიოდა ბიზნესმენი, ჩამოჰქონდა საქონელი, ხვდებოდა მებაჟე და რა ხდებოდა კიდევ? მოდიოდა სანიტარული სამსახური, მოდიოდა სახანძრო უსაფრთხოების სამსახური, მოდიოდა კიდევ უამრავი სამსახური და ცალ-ცალკე ითხოვდნენ ამ ბიზნესმენისგან, მწვანის ანთების სანაცვლოდ რაღაც თანხას...

 

იგივე სიტუაციაა უკრაინაში: უნდა გაიარო საბაჟო, რომელიც ეკუთვნის, ვთქვათ, გუბერნატორს, მანქანა უნდა დააყენო სადგომზე, რომელიც ეკუთვნის დეპუტატს, ფული უნდა ჩაუდო ჯიბეში სანიტარულ სამსახურს, რომელსაც ლობირებს პოლიციის უფროსი... ასეა საჭირო? არა... რა უნდა ვქნათ? ან უნდა დაამარცხო კორუფცია, ან ის შენ შეგჭამს - თუ ბიუჯეტს გადავხედავთ, უკრაინა უკვე შეჭმულიც ჰყავს, მხოლოდ ხელ-ფეხია დარჩენილი...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

გადაცემაში ერთერთმა დეპუტატმა კიევში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როცა კრეშატნიკზე უცხოელი ინვესტორები სეირნობდნენ და მათ პოლიციელები შეხვდნენ:

 

„მომიყვნენ, რომ უცხოელ ინვესტორებთან საუბარი მიმდინარეობდა და შეთანხმება შედგა, მოლაპარაკება რთული იყო, მაგრამ დაგვთანხმდნენ საკმაოდ დიდი ფულის ჩადებაზე. და რა მოხდა გუშინ? მე მესმის, რომ გუშინ ძალიან რთული დღე იყო ჩვენთვის (ჟურნალისტების მკვლელობის გამო, - რედ.), მაგრამ რა ჰქვია იმას, რომ პოლიციელებმა მას შემდეგ, რაც ამ უცხოელებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაირკვა, ვინ იყვნენ ისინი, 100-100 გრივნა მოსთხოვეს, რათა გაეშვათ?“, - მიმართა უფრაქციო დეპუტატმა ხელისუფლების წარმომადგენელს.

 

მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი:

 

„ბევრგან გამიგია ახალგაზრდებზე - ეგ სად უნდა დანიშნო, გუშინ დაიბადაო... მე გიზიარებთ თქვენ ჩვენს გამოცდილებას: დანიშნეთ ახალგაზრდები და ნუ შეშინდებით იმის გამო, რომ მათ სისტემაში არ უმუშავიათ. გამოცდილება აჩვენებს, რომ გუშინ დაბადებულები უფრო სასარგებლონი არიან, ვიდრე ისინი, ვინც იმ სისტემაში, თითქმის დაბადებიდანვე მუშაობენ...

 

ჩემი სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს. იქ არის ერთი ადმინისტრატორი, ხანშიშესული კაცი, რომელსაც მიმსვლელთა გატარება ევალება, ადმინისტრატორია. მე დიდ პატივს ვცემ ყველა ხანდაზმულ ადამიანს, მაგრამ ასეთინ ადამიანები სსრ კავშირში არიან ჩარცენილი, ისევ ის დრო ჰგონიათ... მაგალითად, იმ პატიოსან კაცს ჰგონია, რომ იმ შენობაში თვითონაა მთავარი: ის მუშაობდა შჩერბიცკის დროს, მუშაობდა კუჩმას დროს, იუშჩენკოს დროს... მოკლედ, ყველას დროს.

 

ჰოდა, რა ხდება - პრეზიდენტები მიდიან, მთავრობები იცვლებიან და ის რცება. აი, მაგალითად, ჩემთან იყვნენ ინტერვიუზე მოსული რუსი ჟურნალისტები. მან ისინი უპრობლემოდ, სწრაფად გაატარა - „ჩვენიანია“-ს პრინციპით. მაგრამ მოსული იყვნენ ერთერთი დასავლური, სოლიდური გამოცემის ჟურნალისტები, რომლებიც ნახევარ საათზე მეტხანს ალოდინა და კიდევ არ გაატარებდა, რომ არ ჩავრეულიყავით.

 

რატომ? იმიტომ, რომ მას ის ძველი წარმოდგენა აქვს - როცა უცხოელი არასასურველ პერსონად ითვლებოდა და, მით უმეტეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში როგორ უნდა შესულიყო ასე ადვილად? ეს ერთი კონკრეტული, მაგრამ ნიშანდობლივი მაგალითია...“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა:

 

„რაც შეეხება ინვესტორებთან დაკავშირებით მომხდარს, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიციელების გამოსვლა ქუჩებში, რომლებიც ახლა გადიან ტრენინგებს“. 

 

შენიშვნა: სტატია აგებულია მიხეილ სააკაშვილის ფრაზებზე და მსჯელობაზე როგორც "შუსტერ ლაივის" ეთერში (17.04.2015), ასევე მისივე შეხვედრიდან სტუდენტებთან კიევო-მოგილიანსკის აკადემიაში (16.04.2015). მიმაგრებული ვიდეო აკადემიაშია გადაღებული. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !