მიმდინარე კვირიდან სავაჭრო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ეს არ ეხებათ რესტორნებს, რომლებმაც სრულად ფუნქციონირების უფლება უკვე დღეიდან მოიპოვეს.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის ლოქდაუნი გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს სარესტორნო ბიზნესს.
ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მედიის განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი როგორც წესი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ საუბრობს, გამონაკლისებიც ხდება, როგორიცაა მოდელის ინტერვიუ Elle-ის ცნობილი გამოცემისთვის, რომელშიც ყოფილ რჩეულზეც ისაუბრა.
რადიო "დარდიმანდ-ის" პირდაპირ ეთერში ნინო ჩხეიძემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.მადლობა გადაუხადა საკუთარ მსმენელებს ერთგულების დაფასების და სიყვარულისთვის. იგი გადაცემა "სიმღერის პრემიერას" ესტუმრა ახალი სიმღერით,რომლის სახელია "ვარსკვლავები"
გზავნილი საკანი 224-დან... ნიკა მელია, ადვოკატი/მეგობარიც რა საყვარელი გყავს “, - დაწერა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მეგობარმა ქალმა მაიკო ბეგიაშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ასევე გამოქვეყანა ყვავილების თაიგული, რომელიც ნიკა მელიამ მას, როგორც ირკვევა, მეგობრის - გიორგი მეკონდახიშვილის ხელით გაუგზავნა.
კვირის მთავარი მოვლენა ახალმთვარეობაა, 8 მარტი, მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და ასკეტური დღეებია. კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს.
დღეიდან, 8 მარტიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირასაც განაახლებენ. 8 მარტიდან ასევე რესტორნები შეძლებენ შიდა სივრცეებში მუშაობას.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას აპრილის პირველი ნახევრიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა.
პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა ხვალიდან იგეგმება. პროცესი დღეიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა დასვენების დღის გამო ის ერთი დღით გადაწიეს. ეპიდემიოლოგების თქმით, კვლევა კოვიდთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპია. სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც კოვიდი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.
ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრის ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მის ცოლთან, მეგან მარკლთან სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა - სკანდალურ ინტერვიუს, დაანონსების შემდეგ, მსოფლიო მედია მოუთმენლად ელოდა. ინტერვიუში მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მძიმე ბრალდებები წაუყენა - მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი - შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეს აშფოთებდა.