
თბილისში 1-ელი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას გულისხმობს.
დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად განახლების ვადად 2022 წლის დასაწყისს აანონსებს, 2023 წლიდან კი, სრულად ამოქმედდება თბილისში მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი ამ პერიოდიდან იგეგმება მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვაც.
ცვლილების მიხედვით, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ცნობილია, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, როგორც მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, 1000 მიკროავტობუსი თბილისში 2021 წლის ბოლომდე იქნება და არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.