
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს , რომ შესაძლოა მარტის ბოლოს "კომენდანტის საათი" სრულად მოიხსნას ან შეზღუდვების დრომ გადაიწიოს.
"ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ეპიდსიტუაცია თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული... ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო მსჯელობის შემდეგ", - განაცხადა გამყრელიძემ.