-
2021-03-16 13:42
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და არ სჯერა ბრალდებების, რომელიც ბასილაშვილს ყოფილმა ცოლმა წაუყენა.
"ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და აქედანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ბევრი წარმატება აქვთ იქაურ სპორტსმენებს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, ხელოვნებაც არის და რავიცი, კულტურაც არის ერთბაშად.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ბევრი. ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდეც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში ვისაც მიმართა, არის მისი შვილი და ყველანი ამით, ალბათ გულაჩუყებულნი ვიყავით", — თქვა მან.