
ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით თავის მოვლას ამჯობინებს და "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
თიკას სახის კანს ქიმიურ საშუალებებს ნაცვლად სახლში მომზადებული ნატურალური პროდუქტებით უვლის.
ტელესახემ საკუთარ გამომწერებს ბიუჯეტური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სახის ნიღაბი გაუზიარა.
"სახლურ ნიღაბს გიზიარებთ; კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი. წავისვათ სახესა და ყელის ზონაზე, დავაფინოთ ერთი ფენა ხელსახოცი, შემდეგ ისევ წავისვათ
ცილა მეორე ფენად და კვლავ დავიფაროთ მეორე ფენა ხელსახოცი. რომ შეშრება, თაბაშირივით ძვრება. არის სასიამოვნოც, ეფექტურიც წვრილი ნაოჭებისთვის. ჩამოიხსენით ნიღაბი, დაიტენიანეთ სახე და წავედით. ბედნიერი დღე, ჩემო კარგებო", - წერს თიკა ფაცაცია.