
კოსმეტიკური ბრენდის Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი, 23 წლის კაილი ჯენერი ინსტაგრამზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ გამომწერებს ყოველდღიურ უზიარებს თავის კონტენტს. კაილი ჯენერის საქმიანობა საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ გიფიქრიათ რამდენ ფულს იღებდა რეალითი შოუს ვარსკვლავი ერთი ფოტოს გამოქვეყნებით?
ვარსკვლავის ინსტაგრამ პოსტის ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა არიანა გრანდე $996,000-ით. ასევე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა კიმ კარდაშიანი, რომელიც ერთ პოსტში დაახლოებით $910,000-ს იღებეს.