
მას შემდეგ, რაც დებუტატმა ალეკო ელისაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჯაროდ მიულოცა გამარჯვება და აღნიშნა, რომ მისი მოძალადეობის არ სჯერა, უფლებადამცველმა ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
"ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.
ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - წერს ბაია პატარა.