კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 84 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 67 კორონავირუსითაა ინფიცირებული.
კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულში გადაიყვანეს 81 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღეში გაეწერება.
მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. მიზეზი, შეზღუდვების მიუხედავად, ჩატარებული ღვთისმსახურებაა.
კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ბერის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების თანახმად, ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ არსებულ სიტუაციას თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს 55 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაასამმაგა ახალი კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) საპასუხო პაკეტი და დაამტკიცა საოპერაციო ცვლილებები, რაც ბანკს დახმარების უფრო სწრაფად და მოქნილად გაწევის საშუალებას მისცემს.
ბავშვთა ქირურგი, ლევან ხარაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ღიად გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღდგომის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა შესაძლებელი.
სამართალდამცავთა ჩვენებებით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის ღამეს, დაახლოებით, 30-კაციან ჯგუფს მართავდა და მათ საქართველოს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ვინაიდან საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჯგუფური მოქმედების ორგანიზების დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს.