პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 84 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 67 კორონავირუსითაა ინფიცირებული.
კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულში გადაიყვანეს 81 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღეში გაეწერება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ასევე, კლინიკაში მკურნალობს ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურად მძიმედ ფასდება.
რატიანის განმარტებით, ამ ეტაპამდე სტაბილურია ორსულის მდგომარეობა, ხოლო სამ მოზარდთან დაავადება კლინიკის გარეშე მიმდინარეობს.