ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ რაფაელ ვარანს რეალის დატოვება უნდა.
2019 წლის მაიამის მასტერსი, რომელიც როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
სპორტულ კლუბ „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას“ სახელით მოასპარეზე დავით კვარცხელია და პლამენ სტაიკოვი პორტუგალიაში რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მათ ჩემპიონის თასი თბილისში 30 ნოემბერს ჩაიტანეს.
"აფხაზეთის ხმის" გუნდი სტრიტბოლში ჩატარებული მედიატურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა. ფინალში მან "რუსთავი-2-ის" გუნდი დაამარცხა.
გორელი გენო პეტრიაშვილი, რომელიც პარიზში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა, ოქროს მედალოსანი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
NBA-ს ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" შიდა კენჭისყრა ჩაატარა და გადაწყვიტა, რომ გუნდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აუდიენციაზე არ მივა. ამის შესახებ "ნიუ იორკ დეილი ნიუსი" იტყობინება.