
მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. მიზეზი, შეზღუდვების მიუხედავად, ჩატარებული ღვთისმსახურებაა.
პოლიციამ, მიტროპოლიტთან ერთად, კიდევ 20 ადამიანი დააკავა, რომელთაგან უმეტესობა მღვდელია. პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ კარანტინის წესი დაარღვიეს.