სამართალი

მოსკოვში შუშანაშვილის "მარჯვენა ხელი" გოგოლაძე, იგივე "ჩერმენი" დააკავეს

Прайм Крайм-ის ცნობით, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სოლნეჩნოგორკის რაიონში მოსკოვის, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა, 53 წლის ,,კანონიერი ქურდი” თამაზ გოგოლაძე, ზედმეტსახელად ჩერმენი დააკავეს.  

>>>

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში 33 წლის მამაკაცმა სასაფლაოზე მოგვარე მამინაცვალს ყელი გამოსჭრა

მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, ერთერთი ადგილობრივი მამაკაცის დასაფლავების დროს, 33 წლის სოსო დანელიამ დანით ყელი გამოსჭრა მამინაცვალს, იური დანელიას, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა - მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა მოკლულმა მაშინ შეირთო ცოლად, როცა ეჭვმიტანილი ხუთ წლამდე ასაკის იყო.

>>>

არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად მონაწილეობის გამო, შეწყალების კომისიას ალეკო ელისაშვილი აღარ უხელმძღვანელებს

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აღარ იქნება -„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება განხორციელდა.

>>>

ცურვაში მსოფლიო რეკორდსმენ ჰენრი კუპრაშვილს თავს დაესხნენ

ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივანს, დარდანელის სრუტის გადაცურვის გამო გინესის მსოფლიო წიგნის რეკორდსმენს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს საკუთარ ავტოფარეხთან თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები შვიდნი იყვნენ.

>>>

ბარნოვის ქუჩაზე ხუთჯერ გაისროლეს - დაჭრილია 30 წლის მამაკაცი

თბილისში, ბარნოვის 85 ნომერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლის შედეგად 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

>>>

ბუდაპეშტის ქუჩაზე მობილიზებული პოლიცია და მესანგრეები იარაღს ურნაში ეძებდნენ

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და მესანგრეები იყვნენ მობილიზებული.

>>>

თემქის დასახლებაში ტროტუარზე ავარდნილმა მანქანამ ქალი იმსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თემქის დასახლებაში, ყოფილი ქარხანა „ალიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: მუხიანის დასახლების მხრიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზას ასცდა და ტროტუარზე ავარდა.

>>>

ცესკოს ოქმის საფუძველზე, შესაძლოა, სასამართლომ მერია 2.000 ლარით დააჯარიმოს

ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განიხილა და მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, მერიას შესაძლოა, 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისროს.

>>>

26 ივლისს ბაჩო ახალაია ციხეს დატოვებს?

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს, რომ 26 ივლისს დგება თარიღი, როცა თავდაცვისა და შს ექსმინისტრმა ციხე უნდა დატოვოს. თუმცა, ანი ნადარეიშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ერთადერთი გზა - ახალი ბრალის შეთჳთხვნა აქვს განზრახული.

>>>

ელისო კილაძეს აქვს ჩანაწერი, სადაც "რუსეთის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი შოთა აფხაიძე" 17 მაისის ლგბტ აქციაზე საუბრობს

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ ცოტა ხნის წინ მიიღო ჩანაწერი, სადაც შოთა აფხაიძე 17 მაისის ლგნტ აქციის გამართვის ორგანიზატორს ესაუბრება. რედაქტორის განცხადებით, ჩანაწერი იშიფრება და მოკლე ხანში გაასაჯაროებს. ელისო კილაძე აფხაიძეს მოიხსენიებს, როგორც "რუსეთის პრესსამსახურების ნომრიან აგენტს".

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !