
ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განიხილა და მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, მერიას შესაძლოა, 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისროს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე ცსკ–ს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „Front News“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე მიმართა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას საარჩევნო აქტივობებს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებებში მერიის პრეს–სამსახური გზავნიდა.
ზოგიერთი ამ ინფორმაციათაგანი ნიკა მელიასა და დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას ერთობლივ აქტივობებს შეეხებოდა.