
თბილისში, ბარნოვის 85 ნომერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლის შედეგად 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გარჩევის დროს დაჭრეს, ის ადგილობრივი მცხოვრებია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შემთხვევის ადგილიდან ხუთი გასროლილი მასრა ამოიღეს.