მარტვილის ერთ-ერთ სოფელში 33 წლის მამაკაცმა სასაფლაოზე მოგვარე მამინაცვალს ყელი გამოსჭრა

Image

მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, ერთერთი ადგილობრივი მამაკაცის დასაფლავების დროს, 33 წლის სოსო დანელიამ დანით ყელი გამოსჭრა მამინაცვალს, იური დანელიას, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა - მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა მოკლულმა მაშინ შეირთო ცოლად, როცა ეჭვმიტანილი ხუთ წლამდე ასაკის იყო.

 

ამ კრიმინალური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის გვერდზე გავრცელდა, მოგვიანებით კი „აფხაზეთის ხმამ“ დეტალები ექსკლუზიური წყაროებით გაარკვია.

 

დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, რომელმაც ორი შვილი და ქმარი მიატოვა, ცოლად გაჰყვა აწ უკვე მოკლულ იური დანელიას, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე ორი შვილი და ცოლი მიატოვა. შეუღლებამდე ქალი და მამაკაცი მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო ქალის მეუღლე გვარად ასევე დანელია იყო. წყვილი სოფლიდან სხვა რაიონში გადასახლდა და მოგვიანებით საერთო შვილიც გაუჩნდა.

 

„აფხაზეთის ხმისთვის“ ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მეორე ოჯახის შექმნის შემდეგ მეზობელი მამაკაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქალი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა: წყაროს ცნობით, დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ დღეს, როცა იური დანელია გვიან საღამომდე ვერ დაბრუნდა ყანიდან, მის სახლში მეზობელი მამაკაცი შევიდა და მისი ცოლის გაუპატიურება სცადა, თუმცა, ქალმა მისივე ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და მოკლა.

 

რამდენიმე დღის წინ კი ლეხაინდრაოში, ანუ იმ სოფელში, სადაც იური დანელია მეორე ოჯახის შექმნამდე ცხოვრობდა, მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც დანელიას ნათესავად ერგებოდა. იმის გამო, რომ სოფელში ჩასვლას ერიდებოდა, იური დანელია გარდაცვლილის ოჯახში, სამძიმარზე არ მისულა და პირდაპირ სასაფლაოზე გადაწყვიტა მისვლა, რათა დაკრძალვის ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა და ამ სახით მიეგო პატივი გარდაცვლილის ხსოვნისთვის.

 

როგორც თვითმხილველებმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და მოკლულს შორის არავითარი საუბარი არ ყოფილა: 28 წლის მამაკაცი მამინაცვალს ზურგიდან სწორედ მაშინ მიეპარა, როცა მიცვალებულის კუბო საფლავში ჩაასვენეს.

 

ახალგაზრდამ მას დანა ყელში ჩაარტყა, ხოლო მას შემდეგ, რაც იური დანელია წაიქცა, დანით გულმკერდში კიდევ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ამის შემდეგ კი მკვლელობის ადგილიდან გაიქცა.

 

„ეს ბიჭი პატარა იყო, როცა დედამისი გათხოვდა, ვიზეც გათხოვდა, ისიც მისი ქმრის მოგვარე იყო, მეხუთე სახლში ცხოვრობდა, იმანაც ორი შვილი და ცოლი მიატოვა და სხვა სოფელში წავიდნენ. ბიჭის მამას სხვა ცოლი არ მოუყვანია, არც იმ კაცის ცოლი გათხოვილა მეორედ, ორივემ შვილების გაზრდისთვის გადადო თავი, ამ ბიჭს მამიდები ზრდიდნენ, წყნარი, მშვიდი ბიჭი იყო...

 

ალბათ, ძალიან გაბრაზდა და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, როცა ამდენი ხალხის თვალწინ, სასაფლაოზე მამამისის მოგვარის გვერდით მოუწია დგომა, რომელმაც დედამისი შეირთო ცოლად. მკვლელობას არ ვამართლებ, მაგრამ მოკლულს სოფელში იმ ნაბიჯისთვის დღემდე ყველა ამტყუნებს“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ლეხაინდრაოში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

იური დანელია ძლიერი სისხლდენით, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ, ადგილზევე გარდაიცვალა. სოფელ ლეხაინდრაოში მომხდარ მკვლელობას შსს ადასტურებს.

 

ბოლო ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოსო დანელია დაახლოებით ერთი საათის წინ სენაკის პოლიციას ჩაბარდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !