26 ივლისს ბაჩო ახალაია ციხეს დატოვებს?

Image

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს, რომ 26 ივლისს დგება თარიღი, როცა თავდაცვისა და შს ექსმინისტრმა ციხე უნდა დატოვოს. თუმცა, ანი ნადარეიშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ერთადერთი გზა - ახალი ბრალის შეთჳთხვნა აქვს განზრახული.

 

"მოკლედ, რა მინდა გითხრათ, როგორც მოგეხსენებათ, ბაჩო 9 ბრალდებაში გამართლდა და ეხლა ციხეში ყავთ გამოკეტილი არასაპატიმრო მუხლით (332-ე, I ნაწილი) სწორედ იმ საქმეზე (პატიმრებისთვის კარგი პირობების შექმნა) რომლის სასამართლო განხილვა 2 დღეა დაიწყო.

 

9 თვიანი ვადა ამ საქმეზე მთავრდება 26 ივლისს და გამართლების შემთხვევაში ბაჩო დატოვებს ციხეს, თუმცა ჩემი ვარაუდით ამ სასამართლო პროცესის დამთავრება 26 ივლისამდე ვერ მოესწრება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ მარტო ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე დასაკითხი, ამ შემთხვევაში, თუ 26 ივლისამდე ვერ მოესწრება განაჩენის დაყენება, ბაჩო თავისუფლდება კანონის თანახმად, და ერთი ზედმეტი წუთითაც კი ვერ გააჩერებენ ციხეში, ხოლო სასამართლო გაგრძელდება და ბაჩო უკვე გარედან ივლის სასამართლოზე და არა ციხიდან.

 

თუმცა ამ სასამართლოს ბოლო მაინც გამამართლებელი განაჩენი იქნება, ვინაიდან საქმე თავიდან ბოლომდე დაშლილია, ყველა მოწმე ამოუყირავდათ. მოკლედ, ყველა ვარიანტში ბაჩო 26 ივლისს ტოვებს ციხეს! ეხლა, კი ის, რისი თქმაც მინდოდა: როგორ ფიქრობთ, რა დარჩენია ამ ხელისუფლებას, იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია არ გამოვიდეს ციხიდან?! დიახ, რა თქმა უნდა ახალი ბრალის შეთითხვნა და კიდევ 9 თვით გახანგრძლივება პატიმრობის.

 

მაგრამ არის ერთი მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი და გინდა მუქარაში ჩამითვალეთ და გინდა გაფრთხილებაში, არც კი გაბედოთ!", - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !