-
2014-05-17 18:50
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თემქის დასახლებაში, ყოფილი ქარხანა „ალიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: მუხიანის დასახლების მხრიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზას ასცდა და ტროტუარზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად ადგიზე გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც ტროტუარზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდებოდა. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მუხიანიდან მომავალმა მსუბუქმა ავტომანქანამ გვერდი აუქცია საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სარეისო მიკროავტობუსს, შემდეგ კი მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო.