
ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივანს, დარდანელის სრუტის გადაცურვის გამო გინესის მსოფლიო წიგნის რეკორდსმენს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს საკუთარ ავტოფარეხთან თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები შვიდნი იყვნენ.
ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა, რომელიც მოცურავეს დაუკავშირდა:
„ავტოფარეხთან თავს დამესხა 7 ადამიანი. ერთმა დამიჭირა, სხვები მირტყამდნენ. მიღებული მაქვს სხვადასხვა დაზიანება", - თქვა კუპრაშვილმა.
თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა როგორც კუპრაშვილი აცხადებს, თავდასხმა, სავარაუდოდ მის პოზიციას უკავშირდება -ქალაქში „ნარკომანების და კრიმინალების მომრავლებასთან დაკავშირებით".
მისივე თქმით, ამ ადამიანების ქცევა უკვე ზღვარს გადადის და პოლიცია მათ მიმართ ლოიალურია.