
"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ ცოტა ხნის წინ მიიღო ჩანაწერი, სადაც შოთა აფხაიძე 17 მაისის ლგნტ აქციის გამართვის ორგანიზატორს ესაუბრება. რედაქტორის განცხადებით, ჩანაწერი იშიფრება და მოკლე ხანში გაასაჯაროებს. ელისო კილაძე აფხაიძეს მოიხსენიებს, როგორც "რუსეთის პრესსამსახურების ნომრიან აგენტს".
ელისო კილაძე წერს:
"ამ წუთას მივიღე სატელეფონო ჩანაწერი სადაც რუსეთის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი შოთა აფხაიძე გეი აღლუმის ერთ ერთ ორგანიზატოს 17 მაისის აქციაზე ელაპარაკება.
ჩანაწერი გაიშიფრება და უახლოეს ხანში გავასაჯაროებ. ასევე,კატეგორიულად მოვითხოვ, შოთა აფხაიძემ წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ჩერგოლეიშვილმა 27 000 გადაიხადა", - წერს "ფეისბუქში" ელისო კილაძე.