პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელი ტერორისტი, რომელიც ადგილზე მოკლეს, გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელში ცხოვრობდა. მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქე.
32 წლის შვეიცარიელი მხატვარი მილო მუარესი გაშიშვლდა და კიოლნის (გერმანია) ქუჩაში ტრანსპარანტით ხელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იდგა. ტრანსპარანტზე ეწერა: "პატივი გვეცით, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!".
მოულოდნელი წინასაარჩევნო წინადადებით - "დავხუროთ ინტერნეტი!" - წარსდგა ამომრჩევლების წინაშე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. როგორც ტელეარხი NBC News იტყობინება, ამის შესახებ ეპატაჟურმა პოლიტიკოსმა შტატ სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს - მთვარია სურვილი გქონდეს, მისი ასრულების საშუალებას გამოძებნი", - ამ ცნობილი ამერიკული შეგონებით იხელმძღვანელა წყვილმა, რომელიც შენობის სახურავზე აძვრა.
რატი ამაღლობელის სკანდალური ლექსი "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" ნიკა რურუამ გადააკეთა და "ოლიგარქს" მოარგო. ლექსის ორიგინალი, რომელიც ინტერპრეტაციის ქვემოთაა მოცემული, პატრიარქია ნახსენები.
დუბაის ცენტრში სმასმეტრიანი, 63 სართულიანი ჩატამბჯენის მე-20 სართულზე გაჩენილ ხანძარს, რომელიც მთელ შენობას მოედო, ხელი არ შეუშლია გრანდიოზული ფეიერვერკის მოწყობისთვის, რომლის სანახავადაც დუბაიში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ სხვადასხვა საიტებიდან ამოკრებილ, მრავლისმთქმელი ფოტოების ნაკრებს, რომელთა უმრავლესობა ან 2015 წელსაა გადაღებული, ან საყოველთაოდ პოპულარული სწორედ ამ წელს გახდა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 2015 წლის განმავლობაში შესული სახალისო, კურიოზული ზარების კრებული, რომელიც თავდაპირველად "ავტორადიომ" გამოაქვეყნა, ინტერნეტში ძალიან პოპულარულია.
მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტებმა წლის ადამიანად ზოოპარკის ძიძა-მომვლელი, 13 ივნისს თბილისში, წყალდიდობის დროს დაღუპული გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე აირჩიეს.
22 წლის ჰერმან სინგხი - ახალზელანდიელი სტუდენტი, ინტერნეტის გმირად იქცა მას შემდეგ, რაც გასაჭირში ჩავარდნილი ბიჭუნას გადასარჩენად არად ჩააგდო სარწმუნოებრივი აკრძალვა და მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.