
მოულოდნელი წინასაარჩევნო წინადადებით - "დავხუროთ ინტერნეტი!" - წარსდგა ამომრჩევლების წინაშე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. როგორც ტელეარხი NBC News იტყობინება, ამის შესახებ ეპატაჟურმა პოლიტიკოსმა შტატ სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ბევრს ვკარგავთ ინტერნეტის გამო", - განაცხადა ტრამპმა, თან დაამატა, რომ ინტერნეტის დახურვა დაეხმარება ამერიკას იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ამერიკელებს ტერორისტულ ორგანიზაციებში აწევრიანებენ.
გარდა ამისა, ტრამპმა განმარტა, რომ ინტერნეტის დასახურად მას დასჭირდება კონსულტაციები ბილ გეიტსთან და სხვა ადამიანებთან, "რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საქმეში".
ამასთანავე ტრამპმა აღიარა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც განაცხადებენ, რომ მისი წინადადება სიტყვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებას არღვევს. "ესენი ბრიყვი ადამიანები არიან", - წინასწარ დაიზღვია თავი ტრამპმა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ მსგავსი გამონათქვამები ტრამპს უფლებას ართმევს, იყოს აშშ-ს პრეზიდენტი.