-
2015-12-30 11:38
მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტებმა წლის ადამიანად ზოოპარკის ძიძა-მომვლელი, 13 ივნისს თბილისში, წყალდიდობის დროს დაღუპული გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე აირჩიეს.
გულიკო ზოოპარკში ძიძა-მომვლელად მუშაობდა. სტიქიის შემოტევამდე ცოტა ხნით ადრე ის ვოლიერში მისმა გაზრდილმა ვეფხვებმა დატორეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა და ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. კლინიკიდან გამოწერისთანავე ქალბატონი გულიკო ისევ ზოოპარკში დაბრუნდა და ცხოველებზე ზრუნვა გააგრძელა.
სტიქიის შემოტევის ღამეს მას ზოოპარკიდან ფეხი არ მოუცვლია - მეუღლესთან, მალხაზ ჭიტაძესთან ერთად ის ცხოველების გადარჩენას ცდილობდა. ცოლ-ქმრის ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.
