"სულ მინდოდა თქვენთვის ეს შეკითხვა დამესვა და ვერასდროს მოვახერხე, ახლა კი აუცილებლად უნდა გკითხოთ, მით უმეტეს, რომ ჩემს უამრავ მეგობარს აინტერესებს პასუხი ამ შეკითხვაზე", - ასე მიმართა გადაცემა "ეხო უკრაინის" თანაწამყვანმა სტუდიაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს.
NewsOne-ზე, მატვეი განაპოლსკის გადაცემაში "ეხო უკრაინი" მიწვეულმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რა თავისებურებებით ხასიათდებოდა კრიმინალთან ბრძოლა საქართველოში. კონკრეტულად, სააკაშვილს ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამოცდილების შესახებ ჰკითხეს.
ინტერნეტპორტალ "იუთუბზე" გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩხუბი, რომელსაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კადრებზე ასახულია 2014 წლის ოქტომბერში ავთანდილ კემულარიასა და "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს ზაზა დავითაიას შორის მომხდარი ჩხუბი.
32 წლის ქართველი წარმოშობის "კანონიერი ქურდი" ირაკლი დანელია, იგივე "იკა მარტვილსკი" რუსმა სამართალდამცველებმა ივანოვოს საბილიარდეში დააკავეს და დიდი რაოდენობით ამფიტამინი აღმოუჩინეს. მასთან ერთად კიდევ 10 ადამიანია დაკავებული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სირიელი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეა.
3 დეკემბერს, დილით, სტამბოლოს ათათურქის სახელობის აეროპორტში, გაფრენის ტაბლოზე, მოსკოვში რეის SU 2137-ით მიმავალ მგზავრებს რეგისტრაციისთვის F-16 განყოფილებაში მოუხმეს.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მემკვიდრეობით 40 ერთეული ბირთვული რაკეტა მიიღო. 2016 წელს, ყველა ამ რაკეტას ვარგისიანობის ვადა ეწურება. ამგვარად, რუსეთი საკუთარ ბირთვულ ხაფანგზე შემოსკუპებული აღმოჩნდა.
აქტუალური და საინტერესო ბლოგების რუბრიკაში "აფხაზეთის ხმა" ამჯერად livejournal-ში "შამანის" მიერ გამოქვეყნებულ ბლოგს წარმოგიდგენთ, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მომსახურე რუსი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცის თავგადასავალი და დამოკიდებულებაა გადმოცემული.
სარატოვში მდებარე ერთერთი გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სკოლაში „ახალი დიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ასაგებად“ მოსწავლეებს შორის ფულის აგროვება დაიწყეს, ხოლო იდეა მოსწავლეებს მიაწერეს.
ევროპარლამენტის ლიტველმა დეპუტატმა, ლიბერალმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა ევროპარლამენტის ტრიბუნასთან, მისი გამოსვლის დროს, ნაკუწებად აქცია ზემო ალვანში გადაღებული, აღდგენილი სტალინის ბიუსტის ფოტო.