-
2015-12-29 23:29
22 წლის ჰერმან სინგხი - ახალზელანდიელი სტუდენტი, ინტერნეტის გმირად იქცა მას შემდეგ, რაც გასაჭირში ჩავარდნილი ბიჭუნას გადასარჩენად არად ჩააგდო სარწმუნოებრივი აკრძალვა და მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰერმანს, რომელიც ერთ დღეს სახლში იმყოფებოდა, ქუჩიდან მუხრუჭების ღრჭიალისა და ყრუ დარტყმის ხმა მოესმა. ის ქუჩაში გავარდა და დაინახა, რომ მანქანას პატარა ბიჭისთვის დაერტყა, მძღოლი კი გაქცეულიყო. ჰერმანმა ბიჭუნასთან მიირბინა, სადაც უკვე თავი მოეყარა ბრბოს, თუმცა, არავინ იცოდა, რა ექნა.
ბიჭს თავიდან, რამდენიმე ადგილას, სისხლი სდიოდა. ერთმა ქალმა სცადა, მისთვის თავი აეწია, მაგრამ არ გამოუვიდა. მაშინ ჰერმანმა სასწრაფოდ მოიშვლიპა თავსაბურავი და ბიჭუნას თავი მჭიდროდ შეუხვია, რითაც სისხლდენა შეაჩერა. ამ მდგომარეობაში იყო დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე. ვირაცამ მომხდარი გადაიღო და სოციალურ ქსელებში ატვირთა. ფოტოს არნახული მოწონება ხვდა წილად.
საქმე ის გახლავთ, რომ ჰარმანი სიქხიზმის მიმდევარია. ეს მონოთეისტური რელიგიაა და პუნჯაბში, გურუ ნანაკის მიერაა დაარსებული. ამ რელიგიის მიმდევართა წმინდა წიგნი გურუ გრანტ სახიბია (Guru Granth Sahib). სიქხებს საჯაროდ თავის მოშიშვლება ეკრძალებათ. თავსაბურავის მოხდა საჯაროდ იმის ტოლფასია, რომ უარი თქვა საკუთარ რწმენაზე.
"იმ მომენტში სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ თავზე არ მახურავს, ირგვლივ კი ხალხია. მხოლოდ ბიჭუნაზე ვფიქრობდი, რომლის დახმარება მინდოდა", - თავმდაბლად ამბობს 22 წლის სტუდენტი.

