საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ნაულ ჯანაშიას გარდაცვალების გამო და მის თვისებებს იხსენებს.
ჯერჯერობით ისევ დიდ ვნებათაღელვას იწვევს სამეგრელოში "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის" სანახავად სკოლის მოსწავლეების მობილიზების საკითხი. განათლების სამინისტროში შიდა მოკვლევის შედეგად უკვე დადგენილია ის სკოლები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ზარი განხორციელდა და ჯერ დირექტორებს, შემდეგ კი პედაგოგებს მოსწავლეების მობილიზება დაევალათ.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრებისთვის დახურული სხდომა მიმდინარეობს.
„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე "ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს.
სკოლის დირექტორები კონკტრეტულ პიროვნებებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაურეკეს მერიიდან და საკრებულოდან და უთხრეს რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობდა ფილმის ჩვენებას ძალადობაზე და სასურველი იყო პედაგოგებისა და მოსწავლეების დასწრება.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ბოლო დროს „ფეისბუქზე“ ხშირად გაზიარებულ, სასულიერო პირების მიერ გამოქვეყნებულ სტატუსებს ეხმიანება, სადაც მთავარი მოტივი საქართველოს რუსეთისკენ სვლაა და არა ევროპისკენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს „რაჭას“, შპს „გიოს“, შპს „პროგრესი ალვანისა“ და შპს „პინოს“ მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი, რადგან მათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი".
თურქული პრესა ააჭრელა ინფორმაციამ ქართველი დიპლომატის, სტამბულში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის შესახებ, რომელმაც მეგობარი გოგონა სასტიკად სცემა.
მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაცია ავრცელებს.
დეპუტატმა მურმან დუმბაძემ იარაღის ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ დუმბაძის სახლთან აქციას მოაწყობენ.