
„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე "ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს.
ტომარაძე აცხადებს: "მიუხედავად ირანელების წინააღმდეგობისა. ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. როგორც ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს: მთელს ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას და საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად არიან..."
ძეგლის დაცვის მოთხოვნით, ტომარაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს: "მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად!"
წყარო: "კარგი ამბების სააგენტო" - goodnews.on.ge