
სკოლის დირექტორები კონკტრეტულ პიროვნებებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაურეკეს მერიიდან და საკრებულოდან და უთხრეს რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობდა ფილმის ჩვენებას ძალადობაზე და სასურველი იყო პედაგოგებისა და მოსწავლეების დასწრება.
ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი გონერ პაპავა „ოდიშთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობდა და მისთვის გაუგებარია სამინისტროსა და რესურსცენტრის გვერდის ავლით რატომ მოხდა საჯარო სკოლების დირექტორებთან დაკავშირება.
პაპავა აცხადებს, რომ არა მარტო მოსწავლეების, პედაგოგების მხრიდანაც ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგენილია თუ რამდენი სკოლა იყო გაფრთხილებული ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
ტვ "ოდიშის" სიუჟეტი