
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმიხეილ სააკაშვილი მკაცრად აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე პოლიციის რეფორმას და აცხადებს, რომ თუ მიდგომა არ შეიცვალა, რეფორმა ჩავარდება.
გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიაჩნია ძველი და ახალი პოლიციელების თანამშრომლობა და ვარაუდობს, რომ თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ეს პერსპექტიული რეფორმა დამარცხებისთვისაა განწირული.
მისი თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებები შესაძლებელია მივიჩნიოთ მილიციის საპატრულო სამსახურის რეფორმად, რომლის ფარგლებშიც ახალ პოლიციელებს არათუ თანამშრომლობა უწევთ ძველებთან, ხშირ შემთხვევაში იძულებულნიც კი ხდებიან, დაკავებული სამართალდამრღვევები მათ გადასცენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, ძველ მილიციელებთან დაკავებულების არცთუ ხანგრძლივი საუბრითა და მათი (კანონდამრღვევების) გათავისუფლებით მთავრდება.