-
2015-10-13 01:27
მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ხაჩატურიანის ქუცაზე გამვლელებმა გოგონას ცხედარი შეამჩნიეს, რომელსაც ძალადობის კვალი ეტყობოდა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. როგორც აღმოჩნდა, 19 წლის გოგონა მასზე უიმედოდ შეყვარებულმა მამაკაცმა მოკლა.
მედიის ცნობით, 19 წლის გოგონას თანაგრძნობის მოპოვებას მამაკაცი ჯიუტად, ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ მისი სიყვარული ცალმხრივი რჩებოდა. ამის მიუხედავად, მამაკაცი გოგოს არ ეშვებოდა, რის გამოც ერთხელ გოგოს მამამ პოლიციასაც მიმართა. ამის შემდეგ მამაკაცი გოგოს დაუდარაჯდა, ქუჩაში გამოსულს თავს ადაესხა და მოკლა. მოკლულს ათამდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.