
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "მრეწველების" წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.
"რომც იყოს ფასებში განსხვავება, ამაში ვერაფერს ტრაგედიას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ეს არის მიზანშეწონილობა, ეფექტური ტექნიკური მიზანშეწონილობა. როგორ გგნიათ, გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? გგონიათ, რომ რაღაც ბომბი გამოცურდება და ბომბი მოვა? რა თქმა უნდა არა!“, - ამბობს ის.