მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" უერთდება "რუსთავი-2"-ის პროტესტს

Image

მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა", მასში შემავალი მედიარესურსებით უერთდება "რუსთავი-2"-ის პროტესტს და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. 

 

"აფხაზეთის ხმა" აცხადებს, რომ "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ მიმართული პროცესები საფრთეს უქმნის დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს, დარტყმის ქვეშ აყენებს თავისუფალ სიტყვას. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევის, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედებებია, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებას ითვალისწინებს.

 

ეს პროცესები, რომელთა უკან აშკარად დგანან ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ უკვე გაკეთებული არჩევანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებიცაა, ამიტომ, მიზანშეწონილად და აუცილებლად მიგვაჩნია, სრული შემადგენლობით შევუერთდეთ "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას, რომელიც 19 თებერვალს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი. 

 

"აფხაზეთის ხმა" მოუწოდებს ერთგულ მსმენელებსა და მაყურებლებს, მკითხველებს, ერთად დავუჭიროთ მხარი "რუსთავი-2"-ს, რათა აღვკვეთოთ ჯაჭვური რეაქცია, რომელიც თავისუფალი მედიის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუკი დღეს არსებული "რუსთავი-2"-ის მაუწყებლობა შეიცვლება. 

 

თავისუფალი სიტყვა ჩვენი არჩევანია და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს მონაპოვარი.

 

მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !