
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით
ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების ძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც
კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის სიმპტომები საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს
გამოუვლინდა.
"ახლა მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების ძიება, რამეთუ შემოსვლის შემდეგ ეს ადამიანი იყო
უსიმპტომო. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და რადგან მას ჰქონდა საზღვარზე
ინფრომაცია, რომ თუ ესა და ეს სიმპტომები დაგეწყება და ა.შ. მან თვითდინებით მიმართა
საავადმყოფოს", — განაცხადა გამყრელიძემ.