
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი და მათი ნათესავი. ამასთან, ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს ორი პირი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები.
დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.